სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-23 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად განხორციელდება.

ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვის 68 000 ლარი გამოიყო:

შუა ნოსირის უბანში - სასაფლაოს შემოღობვითი სამუშაოების ჩატარება, მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოების განხორციელება
შუა ნოსირის უბანში - საბავშვო ბაღის ორი ოთახის რეაბილიტაცია
შუა ნოსირის უბანში - ცენტრში, ტერიტორიის დასუფთავება, სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სოფელ ნოსირში - მინი სპორტული მოედნის ნაწილობრივ რეაბილიტაცია
სოფელ ნოსირში - 2 ლოკაციაზე, სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოები
სასირიოს უბანში - გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება 1 კმ.მანძილზე
სასირიო-საბოხუოს უბანში - შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოების განხორციელება
საოდიშარიოს უბანში - სასაფლაოს შემოღობვა
საოდიშარიოს უბანში - გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
საოდიშარიო-სასიმონიოს უბანში - გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება
საბესელიოს უბანში - გარე განათების ქსელის მოწყობა
საბესელიოს უბანში - გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
საბესელიოს უბანში - არსებული 3 ცხაურის რეაბილიტაცია
საბესელიოს უბანში - მინი მოედნის მიმდებარედ, ჭაბურღილის მოწყობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა
საბესელიოს უბანში - ელექტრო მწყემსის შეკეთება
საკილასონიოს უბანში - სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
საკილასონიოს უბანში - გარე განათების ქსელის მოწყობა
საკილასონიოს უბანში - შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
საკილასონიოს უბანში - სასაფლაოს შემოღობვა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

#სოფლისმხარდაჭერა
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სენაკი2019

Facebook

2019-09-23 - სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო დღე მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან კუპრეიშვილთან თათბირით დაიწყო, რომელსაც პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურების, განყოფილებების ხელმძღვანელები და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა დეტალურად მოისმინა ინფორმაციები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების შესახებ.

ასევე, გაეცნო ადმინისტრაციული, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურების, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ინსპექტირებისა და მონიტორინგის კუთხით ჩატარებული სამუშაოების მიმდინარეობას.

ლევან კუპრეიშვილმა მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე და განსახორციელებული სოციალური და კულტურული პროექტების შესახებ, გაეცნო 27 სექტემბერს დაგეგმილ აქტივობებს და სახალხო დღესასწაულ ,,ეგრისობის“ მოსამზადებელ სამუშაოებს.

სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორებმა ისაუბრეს ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს დაგეგმილი სიახლეების, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების შესახებ, კეთილმოწყობისა და დასუფთავების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე.

მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურებისა და ა(ა).ი.პ-ების წარმომადგენლებს შესაბამისი მითითებები მისცა და სამუშაო პროცესში, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

Facebook

2019-09-23 - სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში

🔷დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო დღე მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან კუპრეიშვილთან თათბირით დაიწყო, რომელსაც პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურების, განყოფილებების ხელმძღვანელები და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები დაესწრნენ.

🔶მუნიციპალიტეტის მერმა დეტალურად მოისმინა ინფორმაციები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების შესახებ.

🔷ასევე, გაეცნო ადმინისტრაციული, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურების, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ინსპექტირებისა და მონიტორინგის კუთხით ჩატარებული სამუშაოების მიმდინარეობას.

🔶ლევან კუპრეიშვილმა მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე და განსახორციელებული სოციალური და კულტურული პროექტების შესახებ, გაეცნო 27 სექტემბერს დაგეგმილ აქტივობებს და სახალხო დღესასწაულ ,,ეგრისობის“ მოსამზადებელ სამუშაოებს.

🔷სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორებმა ისაუბრეს ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს დაგეგმილი სიახლეების, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების შესახებ, კეთილმოწყობისა და დასუფთავების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე.

🔶მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურებისა და ა(ა).ი.პ-ების წარმომადგენლებს შესაბამისი მითითებები მისცა და სამუშაო პროცესში, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31