სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-21 - მშვიდობის საერთაშორისო დღე - International Day of Peace

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მთავარი გზავნილია - „მშვიდობა, ახალგაზრდობა და განვითარება“.

მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს დააწესა. „პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ მშვიდობის იდეა მსოფლიოში“ - ეს იყო დღესასწაულის დაარსების მიზანი.

ოცი წლის შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და 21 სექტემბერი „გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისთვის“ ყოველწლიურ დღესასწაულად გამოაცხადა.

ამ დღეს, საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებით და უმთავრესი გზავნილებით - მშვიდობა, არაძალადობა, თავისუფლება და თანამშრომლობა - უერთდება.

 გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს!

#მშვიდობისსაერთაშორისოდღე
#InternationalDayofPeace

Facebook

2019-09-21 - გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს!

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს.

ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის საუფლო დღესასწაული მეოთხე საუკუნიდან იღებს სათავეს. ის განუყოფელი სიხარულის დღესასწაულია, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა.

ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა მაცხოვარი.

გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს!
 
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31