სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-20 - შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის ,,ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში’’ ფარგლებში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შემაჯამებელ შეხვედრას, რომელსაც პროექტის განმახორციელებელი ,,საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის’’ დირექტორი უკა კილაძე უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, პროგრამაში ჩართული   მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ამბულატორიულ-პოლიკნიკური გაერთიანების,  კლინიკა ,,არქიმედეს’’,  დევნილთა პოლიკლინიკის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების  პირველადი ჯანდაცვის ექიმები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს  პილოტური  პროექტის მიმდინარეობა, რომლის მიზანია ტუბერკულოზის, აივ ინფექციის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე, ამ მიზნით, ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო/კერძო პარტნიორობის მობილიზება და ამ დაავადებათა მართვის ჰორიზონტალური ინტეგრირების ხელშეწყობა.

პროექტმა, რომლის  განხორციელებაც  ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით მიმდინარეობს, უკვე მაღალი შედეგები დადო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2018 წელს,  პროექტის ფარგლებში,  6810 ბენეფიციარია გამოკვლეული. მათ შორის -   256  C  ჰეპატიტით დაავადებული  მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

მიმდინარე წელს გამოკვლეულია 5000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამით  მკურნალობს 112 ბენეფიციარი.

აღნიშნული პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონში 2018 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება, უპრეცედენტოა და უკვე შექმნა ამ ურთულესი პრობლემის დაძლევის შესაძლებლობა.

პროექტის დირექტორმა ჯანდაცვისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ეფექტური გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31