სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-19 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" ნოქალაქევში

💢სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 13-ივე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

🔺ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვის 60 000 ლარი გამოიყო:
ჯიხას უბანში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა-მოშანდაკების, მილხიდისა და კიუვეტის მოწყობის სამუშაოების ჩატარება
ჯიხას უბანში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
ჯიხას უბანში, ბიბლიოთეკის შემოღობვა
ძიგიდერის უბანში, 3 ლოკაციაზე, ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოების ჩატარება
ძიგიდერის უბანში, სპორტული მოედნის კეთილმოწყობა
ძიგიდერის უბანში, გეჯეთი-ნოქალაქევის საავტომობილო გზაზე, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება
გახომელას უბანში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის მოწყობა
გახომელას უბანში, სასაფლაოს შემოღობვა
მდინარე გახომელაზე, საცალფეხო ხიდის მოწყობა
ლებაღათურიეს უბანში, სპორტული მოედნის შემოღობვითი სამუშაოების ჩატარება
ლებაღათურიეს უბანში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის მოწყობა
ზემო ნოქალაქევის უბანში, რკინა-ბეტონის მილებით, ხიდ-ბოგირების მოწყობა
ზემო ნოქალაქევის უბანში, შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტის მოწყობის სამუშაოების ჩატარება

#სოფლისმხარდაჭერა
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31