სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-18 - შეხვედრა ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგენლებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, საბავშვო ბაღში ,,ოცნება“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივად განსახორციელებელ უმნიშვნელოვანეს პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომავალ წელს, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მეოთხე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესიც დაიწყება.

Facebook

2019-09-18 - სააღმზრდელო წელი სიახლეებით, სკოლამდელი აღზრდის სექტორში.

💢ახალი სასწავლო წელი სენაკის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო და ბაგა-ბაღში განახლებული ინფრასტრუქტურით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით დაიწყო.

🔺დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და სკოლამდელი აღზრდის სექტორში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

🔻მიმდინარე სააღმზრდელო წელს, 1310 აღსაზრდელს კეთილმოწყობილი და სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდა:

სრულად გადაიხურა კოტიანეთის საბავშვო ბაღის შენობა
რეაბილიტირდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ძველი სენაკის პირველი და მეორე, უშაფათის, მენჯის საბავშვო ბაღების სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები
იატაკები განახლდა უშაფათის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ნოსირის და მენჯის საბავშვო ბაღებში
ეკის საბავშვო ბაღში კეთილმოეწყო აღსაზრდელთა საძინებელი ოთახი
რეაბილიტირდა ძველი სენაკის პირველი და თეკლათის საბავშვო ბაღების სახურავები
სააღმზრდელო ოთახების სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ნოსირის, ძველი სენაკის პირველ და კოტიანეთის საბავშვო ბაღებში
გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა ახალსოფლისა და თეკლათის საბავშვო ბაღებში
კეთილმოეწყო მენჯის საბავშვო ბაღის ფასადი
სველი წერტილები მოეწყო ხორშის საბავშვო ბაღში
ეზოს შემოღობვითი სამუშაოები დასრულდა გეჯეთის საბავშვო ბაღში
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში
ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა კოტიანეთის, ახალსოფლის, ლეძაძამეს, ქალაქის პირველ, მეორე და მეექვსე საბავშვო და ბაგა-ბაღებში.

#ახალისასწავლოწელიგანახლებულიინფრასტრუქტურით
#მომავალიგანათლებაშია
#ყველაფერისაუკეთესობავშვებს
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31