სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-17 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" ძველ სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვის 84 000 ლარი გამოიყო:

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში განთავსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა

ძველის სენაკის საბავშვო ბაღში - სახურავის შეკეთება და ოთახების რეაბილიტაცია

შ.პ.ს ,,ციტადელის’’ მიმდებარედ, მდინარე ნახურზე, 15გრძ.მეტრზე გაბიონის მოწყობა

ტაძრის მიმდებარე ქუჩაზე - მილხიდისა და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რკინა-ბეტონის სათავისების მოწყობა

ძველი სენაკის ამბულატორიის ოთახების კეთილმოწყობა და ასასვლელი კიბის შეკეთება

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ქვედა სორტის უბანში - შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოების ჩატარება

ქვედა სორტაში არსებული საძოვრის, 50 გრძ.მეტრზე მავთულბადით შემოღობვა

ქვედა სორტაში, მდინარე ნახურზე, შლუზის აღდგენა-შეკეთების სამუშაოების ჩატარება

ქვედა და ზედა სორტის საზღვარზე ცხაურის მოწყობა

ზედა სორტაში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების განხორციელება

 ზედა სორტის სასაფლაოს შემოღობვა და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება

კოტიანეთის საბავშვო ბაღის სახურავის და დერეფნის რეაბილიტაცია

კოტიანეთში, შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოების ჩატარება

 საჩიქობაოს უბანში, 20 გრძ.მეტრზე, გაბიონის მოწყობა

საჩიქობაოს უბანში, შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების, კიუვეტების და მილხიდის მოწყობის სამუშაოების განხორციელება

მეორე ნოსირის საბავშვო ბაღში ოთახების დამატება და მათი კეთილმოწყობა

მეორე ნოსირის საკირცხალიოს, საგუდაოს, საბარკალაიოს და საჩილაჩაოს უბნებში, გზების მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოების ჩატარება

მეორე ნოსირის საკირცხალიოს უბანში, სასაფლაოს დაზიანებული ნაწილის შემოღობვა

მეორე ნოსირში, წყლის წისქვილზე, მილხიდის მოწყობა და არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

#სოფლისმხარდაჭერა
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31