სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-16 - ახალი სასწავლო წელი სენაკში

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, რომელიც, ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი თამარ სალაყაია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის მეორე, მესამე საჯარო სკოლის მეორე კორპუსის, მეშვიდე და ვლადიმერ გაგუას სახელობის კოტიანეთის საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ. მათ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

ახალ სასწავლო წელს სენაკის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა.

რეაბილიტირდა მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა.

10 წლის შემდეგ, მესამე საჯარო სკოლის მეორე კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სადაც დღეს განახლდა სასწავლო პროცესი.

ასევე, სრულად რეაბილიტირდა კოტიანეთის საჯარო სკოლა, სადაც, ორი წლის შემდეგ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებული და კეთილმოწყობილი გარემო დახვდათ.

მიმდინარე წელს, საჯარო სკოლის 433 პირველკლასელს თანამედროვე ნეთბუქი და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა”, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს - სასწავლო სახელმძღვანელოების სრული პაკეტი უფასოდ გადაეცათ.

ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილ დღესასწაულს, საღამოს რვა საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებულ სკვერში დაგეგმილი შოუ კონცერტი დაასრულებს.

#ახალისასწავლოწელიახალიშესაძლებლობებით
#ახალისასწავლოწელიგანახლებულიინფრასტრუქტურით
#სენაკი2019

Facebook

2019-09-16 - 10 წლის შემდეგ სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა

დღეს, წლების შემდეგ პირველად, მესამე საჯარო სკოლის მეორე კორპუსში დაირეკა სკოლის ზარი .

10 წლის შემდეგ სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.

მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საჭირო პროექტი - სკოლის რეაბილიტაცია, დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით განხორციელდა.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა თამარ სალაყაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმოდ გახსნეს მესამე საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებული მეორე კორპუსი.

განახლებული კორპუსის გახნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა ხელოვნების, მოსწავლე-ახლგაზრდობისა და კულტურის ცენტრების აღსაზრდელებმა მიიღეს.

ამ ეტაპზე, სკოლაში სრულად პირველი, მესამე, მეხუთე და მეექვსე კლასებია დაკომპლექტებული.

რეაბილიტირდა სკოლის ის ფლიგელი, სადაც ამჟამად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. კეთილმოეწყო და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა საკლასო ოთახები და სველი წერტილები.

სამომავლოდ, სკოლის რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება. დაგეგმილია სპორტული დარბაზის, მოედნისა და სკვერის მოწყობა.

#ახალისასწავლოწელიგანახლებულიინფრასტრუქტურით
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#განათლებულიმომავალიერისხვალინდელიდღეა
#სენაკი2019

Facebook

2019-09-16 - წლების შემდეგ აღდგენილი სასწავლო პროცესი კოტიანეთის სკოლაში

სენაკის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და სკოლებში უპრეცედენტო მასშტაბის, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.

კოტიანეთელების წინაშე მდგარი პრობლემა სოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერება და მისი სრული რეაბილიტაციის საჭიროება იყო. სკოლის მოსწავლეებს ორი წლის მანძილზე მეზობელი სოფლის საჯარო სკოლაში უწევდათ სიარული.

საქართველოს პარლამენტის წევრის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ბერაიასა და ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო ჩართულობის შედეგად, დღეს, ვლადიმერ გაგუას სახელობის კოტიანეთის საუკუნოვანმა საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით განაახლა.

სკოლაში სრულად რეაბილიტირდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული დარბაზი. კეთილმოეწყო წყალმომარაგების და გათბობის სისტემები.

სამუშაოების ღირებულებამ 127 000 ლარი შეადგინა.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, კოტიანეთის სკოლის დამაარსებლის ვლადიმერ გაგუას შვილიშვილთან გიორგი გაგუასთან ერთად, კოტიანეთის საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი თამარ სალაყაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს წევრი, ძველი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ხუხია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, კოტიანეთის სკოლის დამაარსებლის შთამომავლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

#ახალისასწავლოწელიგანახლებულიინფრასტრუქტურით
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#განათლებულიმომავალიერისხვალინდელიდღეა
#სენაკი2019

Facebook

2019-09-16 - ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი შოუ კონცერტი

ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი დღესასწაული მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებულ სკვერში გამართულმა შოუ კონცერტმა დაასრულა, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

საღამოს ცნობილი ქართველი მომღერლების - ვერიკო ტურაშვილის, თემო საჯაიასა და პაატა თედიაშვილის მონაწილეობით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შოუ-კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31