სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-13 - რა სიახლეებით ხვდება სენაკის მუნიციპალიტეტი ახალ 2019-2020 სასწავლო წელს!

16 სექტემბერს, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 26-ივე საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი განახლდება.

433 პირველკლასელი - ნეთბუქებს, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს მიიღებს.

ახალი სასწავლო წლისთვის სრულად რეაბილიტირდა:
სსიპ ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსი
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემდეგ საჯარო სკოლებს:
სსიპ ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლა;
სსიპ ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლა;
სსიპ ქალაქ სენაკის N7 საჯარო სკოლა;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლა;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლა;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლა;
სსიპ გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლა;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლა;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეს საჯარო სკოლა;

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია 19 საჯარო სკოლის მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

განათლების კომპექსური რეფორმის ფარგლებში, ანაზღაურება გაეზრდებათ უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასევე საჯარო სკოლების დირექციას, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს.

16 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 26 საბავშვო ბაღში სწავლა დაიწყება.

2019-2020 სასწავლო წლისთვის:
სრულად გადაიხურა კოტიანეთის საბავშვო ბაღის შენობა
რეაბილიტირდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ძველი სენაკის პირველი და მეორე, უშაფათის, მენჯის საბავშვო ბაღების სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები
იატაკები განახლდა უშაფათის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ნოსირის და მენჯის საბავშვო ბაღებში
ეკის საბავშვო ბაღში კეთილმოეწყო აღსაზრდელთა საძინებელი ოთახი
რეაბილიტირდა ძველი სენაკის პირველი და თეკლათის საბავშვო ბაღების სახურავები
სააღმზრდელო ოთახების სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ნოსირის, ძველი სენაკის პირველ და კოტიანეთის საბავშვო ბაღებში
გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა ახალსოფლისა და თეკლათის საბავშვო ბაღებში
კეთილმოეწყო მენჯის საბავშვო ბაღის ფასადი
სველი წერტილები მოეწყო ხორშის საბავშვო ბაღში
ეზოს შემოღობვითი სამუშაოები დასრულდა გეჯეთის საბავშვო ბაღში
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში
ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა კოტიანეთის, ახალსოფლის, ლეძაძამეს, ქალაქის პირველ, მეორე და მეექვსე საბავშვო და ბაგა-ბაღებში.
სკოლამდელი აღზრდის სექტორში, ამ ეტაპზე, 1310 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომელთაც ახალ სასწავლო წელს კეთილმოწყობილი და განახლებული გარემო დახვდებათ.


 ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო და სასურველი სფერო:
საფორტეპიანო მიმართულება
საორკესტრო მიმართულება
გიტარისა და ხალხური საკრავების სექტორები

 სიმღერის მიმართულება:
კლასიკური და საესტრადო ვოკალი
საგუნდო სექტორი
გალობა

სახვითი ხელოვნების მიმართულება:
ხატწერა
მხატვრული კერამიკა

სასცენო ცეკვის მიმართულება:
ბალეტი

ოქტომბრიდან, ხელოვნების ცენტრში გაიხსნება ,,ხელოვნების საკვირაო სკოლა“

ნოემბრიდან, თეკლათის და ეკის ადმინისტრაციულ ერთეულებში, განხორციელდება სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროექტები, რაც სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისთვის ხელოვნების ცენტრის მომსახურეობების ადგილზე მიწოდებას მოიცავს.

2019-2020 სასწავლო წელს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“ თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თანამედროვე ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს აირჩიონ სასურველი სექტორი. ცენტრში ფუნქციონირებს:
ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი“
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი“
ეკოლოგიისა და ეკოტურიზმის კლუბი ,,მწვანე ერთობა“
მხატვრული კითხვის სექტორი
საესტრადო საკრავების და საესტრადო სიმღერების შემსწავლელი სექტორები
ქართული ხალხური და სპორტული ცეკვების შემსწავლელი სექტორები
კომპიუტერული სწავლების მიმართულება

#ახალისასწავლოწელიახალიშესაძლებლობებით
#ახალისასწავლოწელიგანახლებულიინფრასტრუქტურით
#სენაკი2019

Facebook

2019-09-13 - ერთად აღვნიშნოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება სენაკში

#ერთადაღვნიშნოთახალისასწავლოწლისდაწყებასენაკში

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31