სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
151718192021
22232425262728
2930 

2019-09-12 - უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი გოლასკურში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.

გოლასკურის უბნის მოსახლეობის წინაშე მდგარი, წლების მანძილზე არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემა, დღევანდელი რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო ძალისხმევით გადაიჭრა.

7,2 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დღეს დაიწყო.

პროექტს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის სინამდვილეში უპრეცედენტო პროექტის ღირებულება 2 364 841 ლარს შეადგენს და 2020 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი შესაბამისი სამსახურების, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, მასშტაბური პროექტის დაწყების სამუშაოებს გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილი საკითხები დროულად და ეფექტურად გვარდება.

საავტომობილო გზის რეაბილიტაციამდე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ასევე გადაწყდა გოლასკურელთა წინაშე მდგარი გარე განათების ქსელის მოწყობის პრობლემა.

#ხელისუფლებახალხისსამსახურში
#განახლებულისაგზაოინფრასტრუქტურა
#მეტიახალიგზაქალაქადდასოფლად
#სენაკი2019

Facebook

2019-09-12 - ტრენინგი თემაზე - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენლებმა მარიამ არჩუაძემ და მარიამ გოგიბერიძემ სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.

შეხვედრას, რომლის მიზანი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების დასანერგად აღმზრდელთა მომზადებაა, ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის, საქართველოს მასშტაბით ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების’’ სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. ამჯერად, ცენტრის სპეციალისტებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სფეროს მუშაკები გადაამზადეს და სასწავლო რესურსი გადასცეს.

სახელმძღვანელო ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება’’ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც, ასაკისთვის შესაფერის თეორიულ მასალებთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენს გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

#გარემოსდაცვითიგანათლებაბავშვებს
#ბუნებისპატარადამცველები

2019-09-12 - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები

ღამის 22 საათიდან, ქალაქ სენაკის მასშტაბით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასობრივი შეწამვლითი სამუშაოები განხორცილდება.

თერმული ნისლით დამუშავების პროცესში ჩართულია 17 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი წამლის შემასხურებელი აგრეგატით, მათგან 11 - ქალაქად, 6 - ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში.

აღნიშნული სამუშაოები როგორც ქალაქში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში, აქტიურად გაგრძელდება.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მავნებლის გავრცელებიდან დღემდე ეფექტურად ხორციელდება.

მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, უპრეცედენტოდ უმოკლეს პერიოდში, საქართველოს, ინოვაზიურ მავნებელთან ბრძოლის ხელშესახები პოზიტიური შედეგები აქვს.

#ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას
#გადავარჩინოთმოსავალი
#ჩაერთეშენც

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31