სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
151718192021
22232425262728
2930 

2019-09-11 - ახალი სააღმზრდელო წელი განახლებული ინფრასტუქტურით

16 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 26 საბავშვო ბაღში სწავლა დაიწყება.

სასწავლო პროცესის განახლებამდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, საბავშვო და ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წლისთვის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

სკოლამდელი აღზრდის სექტორში, ამ ეტაპზე, 1310 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომელთაც ახალ სასწავლო წელს კეთილმოწყობილი და განახლებული გარემო დახვდებათ.

ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში :

სრულად გადაიხურა კოტიანეთის საბავშვო ბაღის შენობა

რეაბილიტირდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ძველი სენაკის პირველი და მეორე, უშაფათის, მენჯის საბავშვო ბაღების სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები

იატაკები განახლდა უშაფათის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ნოსირის და მენჯის საბავშვო ბაღებში

ეკის საბავშვო ბაღში კეთილმოეწყო აღსაზრდელთა საძინებელი ოთახი

რეაბილიტირდა ძველი სენაკის პირველი და თეკლათის საბავშვო ბაღების სახურავები

სააღმზრდელო ოთახების სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ნოსირის, ძველი სენაკის პირველ და კოტიანეთის საბავშვო ბაღებში

გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა ახალსოფლისა და თეკლათის საბავშვო ბაღებში

კეთილმოეწყო მენჯის საბავშვო ბაღის ფასადი

სველი წერტილები მოეწყო ხორშის საბავშვო ბაღში

ეზოს შემოღობვითი სამუშაოები დასრულდა გეჯეთის საბავშვო ბაღში

სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში

უახლოეს პერიოდში ადმინისტრაციული ერთეულების ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა კოტიანეთის, ახალსოფლის, ლეძაძამეს, ქალაქის პირველ, მეორე და მეექვსე საბავშვო და ბაგა-ბაღებში.

ახალი სააღმზრდელო წლის პროცესში დასანერგ სიახლეებსა და აღსაზრდელებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხებზე სკოლამდელი სექტორის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდათ, რომელიც სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

ამ ეტაპზე, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღ ,,ოცნების“ სრული რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

მომავალ წელს სენაკს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მეოთხე და მეხუთე საბავშვო ბაღების ორი ახალი შენობა შეემატება.

#განახლებულიგარემობავშვებს  #მომავალითაობაერისხვალინდელიდღეა  #ჩვენვზრუნავთჩვენსმომავალთაობაზე  #სენაკი2019

Facebook

2019-09-11 - პატრიარქის მოსაყდრემ სენაკის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა

დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.

წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, ლიტურღია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა.

ამ დღეს, უფლის წინამორბედის სახელობის ტაძარი მომლოცველთა სიმრავლით გამოირჩევა. ლიტურღიის დასრულების შემდეგ, რომელსაც მრევლთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მეუფე შიომ მონატრებულ სამწყსოს ქადაგებით მიმართა.

წირვის შემდგომ, მომლოცველებს ზემო თეკლათის დედათა მონასტერში დაცული და ამ დღეს საკათედრო ტაძარში გადმობრძანებული დიდი სიწმინდის - იოანე ნათლისმცემლის თითის ნაწილის მთხვევის შესაძლებლობა ჰქონდათ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31