სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-10 - მორიგი სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან

დღეს ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში სამშაბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა.

თათბირს მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაციები ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე განხორციელებული, მიმდინარე და ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, გამოცხადებული ტენდერების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტების, მიმდინარე და დაგეგმილი სოციალური და კულტურული აქტივობების შესახებ.

ლევან კუპრეიშვილმა წარმომადგენლებს მისცა მითითება ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარების თაობაზე.

მერმა სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეტი მობილიზაციისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დაისახა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, ასევე სამუშაო გეგმათა განხორციელების კონცეფციები.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31