სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-07 - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სენაკში

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ადგილზე გაეცნო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც ფონდ ,,ქართუს’’ მხარდაჭერით ხორციელდება. ამ უპრეცედენტო პროექტის დასრულების შემდეგ, თეატრი საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს უმასპინძლებს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად, ქალაქის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი და მიმდებარე ახლადრეაბილიტირებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედანი დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის მშენებლობის სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენს მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ასევე გაეცნო მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესს. მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო იმ ქუჩებზე, სადაც ეს პრობლემა წლების მანძილზე არ იყო მოგვარებული. ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიური ტემპით ხორციელდება.

#მეტიახალიგზაქალაქადდასოფლად #განახლებულიინფრასტრუქტურა #ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის #სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31