სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-30 - შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომაზე

📌დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც, საბჭოს თავმჯდომარე - სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრები, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების, შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🗣სხდომაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა საბჭოს სამოქმედო ამოცანებზე ისაუბრა, რაც მიზნად მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ისახავს.

დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ამოცანები, ღონისძიებები და შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობები განისაზღვრა.

🗣,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობა“ ფარგლებში მიმდინარე პროექტი - ,,ჩართულობითი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისის მიწოდების პროცესში’’ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ რუსლან საჯაიამ და მენეჯერმა ანჟელა ხუხუამ წარმოადგინეს.

🗣სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნატალია ხუბუამ საბჭოს წევრებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი სოციალური პროგრამები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ დღემდე, მუნიციპალიტეტის მიერ რეგულარულად ხორციელდება შშმ პირთა დახმარების პროგრამები:

🔘2015-1019 წლებში, პროგრამის ფარგლებში შშმ პირებს 91 500 ლარის დახმარება გაეწიათ.

🔘2019 წელს, ამ მიმართულებით, 21 800 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.
🔘ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაფინანსებისთვის გაწეულმა ხარჯმა 2015-2019 წლებში 124 000 ლარი შეადგინა.

🔘მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, 24 900 ლარით დაფინანებაა დაგეგმილი.

🔘ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის’’ თანადგომით და ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის LDS Charities თანამონაწილეობით, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა ხორციელდება.

🔘ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 62 მოქალაქეზე გაცემულია მათზე მორგებული ეტლი, ადგილზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.

#შეზღუდულიშესაძლებლობებიშეუზღუდავია
#ხელისუფლებაშშმპირებთან

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31