სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-29 - შეხვედრა პროექტის ,,SHARA - Georgia on Track“ ავტორთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი სოციალური პროექტის ,,SHARA - Georgia on Track“ ავტორს, წარმატებულ სენაკელს - როლიკო ბაღათურიას შეხვდნენ.

როლიკო 24 წლისაა. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ახალგაზრდამ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დამთავრების შემდეგ სწავლა ლიუვენის უნივერსიტეტის საჯარო ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე განაგძო. იგი, ასევე, ერასმუსის საერთო სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიანტია.

სოციალური პროექტი ,,SHARA – Georgia on Track“ მიზნად საქართველოს, მისი ისტორიისა და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას ისახავდა.

ორმა ქართველმა და ერთმა უკრაინელმა სტუდენტმა, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით, მოგზაურობა მიუნსტერიდან დაიწყეს და შვიდი ქვეყნის - გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი და თურქეთი - გავლით, საქართველოში დაასრულეს.

კამპანიის მონაწილეებმა, ევროპულ ქალაქებში, ინგლისურ და გერმანულ ენებზე დამზადებული საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, რომელშიც ევროპელებს საქართველოს შესახებ მოუთხრობდნენ.

შეხვედრაზე, როლიკო ბაღათურიამ, ევროტურის მნიშვნელობაზე, შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პროექტის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოპულარიზაციასთან ერთად, მისთვის მნიშვნელოვანი მშობლიური ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა. ამ კუთხით, ის გეგმავს ვიდეო-რგოლის შექმნას, სადაც სენაკის ღირშესანიშნაობები თვალსაჩინოდ აისახება.

მუნიციპალიტეტის მერმა გამორჩეულ სენაკელ ახალგაზრდასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და მას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იდეების განხორციელების საქმეში, წარმატებები უსურვა.

#შარაგაიგემეტისაქართველოზე
#მოგზაურობასაქართველოსპოპულარიზაციისთვის
#SHARAGeorgiaonTrack
 
 

2019-08-29 - შეხვედრა წარმატებულ სენაკელ მოკრივესთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და სასპორტო გაერთიანების ცენტრის დირექტორთან ჯუმბერ ლაშქარავასთან ერთად, წარმატებულ სენაკელ სპორტსმენს - ლუკა წულეისკირს შეხვდა.

ლუკა 12 წლისაა. ის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეა. ნორჩი სპორტსმენი 9 წლის ასაკიდან კრივითაა დაკავებული.

მიმდინარე წლის 4-11 აგვისტოს, ქ. თბილისში, მოსწავლეთა შორის გამართულ კრივის ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას 30 ქვეყნის 316 სპორტსმენი ღებულობდა, სენაკის სასპორტო გაერთიანების მოკრივემ ლუკა წულეისკირმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ სპორტსმენს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31