სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-26 - სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ზედამხედველობითი ღონისძიებები.

მერის წარმომადგენლებს მიეცათ დავალება მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის დროს.

სენაკის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 193 პროექტი ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

სასმელი წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი გაბიონების, სკვერების, მოსაცდელების, გარეგანათების, გზების მოხრეშვა-მოშანკადების, მინი საფეხბურთო მოედნების, ხიდებისა და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტში 738 000 ლარი დაიხარჯება.
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31