სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-23 - რეაბილიტაციის პროცესი საჯარო სკოლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ქალაქის მე-7, მე-3 საჯარო სკოლის პირველი და მეორე კორპუსების, გეჯეთის, ლეძაძამეს, თეკლათის, მენჯის, ეკის, ნოსირის საჯარო სკოლის პირველი და მეორე კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს, სახურავების რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწყობას, სასწავლო დაწესებულებების წყალმომარაგებითა და გათბობის სისტემით უზრუნველყოფას მოიცავს.

მომავალი თაობების განათლების მისაღებად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. შედეგად, ახალ სასწავლო წელს, 10 საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

#განახლებულიინფრასტრუქტურა #ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის #განათლებულიმომავალიხვალინდელიდღეა                                                     
 #სენაკი2019

Facebook

2019-08-23 - სოფლად სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ეკის, ზანის, ნოსირის, ზემო ფოცხოს საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია.
 
,,ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №554 განკარგულების შესაბამისად, სოფლად მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 151 383 ლარს შეადგენს.
 
 სამუშაოებს შპს ,,დაგი’’ ახორციელებს.
 
ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31