სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-15 - შეხვედრები მოსახლეობასთან

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, სენაკის მუნციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია,  მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - ძველ სენაკში, ნოქალაქევსა და გეჯეთში - ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრები, რომლის მიზანია საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად ხელისუფლებისა და მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობა, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ასევე, აქცენტები თხილის დაცვისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების აუცილებლობაზე გააკეთა.

თენგიზ კალანდაძემ ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული პროექტების შედეგებს და მნიშვნელობას.

მოსახლეობასთან შეხვედრისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ აქტიურად გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სრული  გაზიფიცირების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი. ეტაპობრივად მოგვარდება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოქალაქეების წინაშე დგას.

შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების, ამბულატორიების, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხები.

მსგავსი დისკუსია  მოსახლეობასთან პერმანენტულად გაგრძელდება.
#ხელისუფლებახალხისსამსახურში
#ჩვენვზრუნავთუკეთესიმომავლისთვის

Facebook

2019-08-15 - პრემიერა სპექტაკლისა ,,ძალად ექიმი’’

დღეს, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის ,,ძალად ექიმის’’ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

მოლიერის უკვდავი კომედიის თანამედროვე რეალობასთან შერწყმული ვერსიის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი პეტრე ჩარგეიშვილია. მარადიულ ტიპებად ქცეულ პერსონაჟებს ადგილობრივი დასის მსახიობები ორიგინალურად და შთამბეჭდავად ანსახიერებენ.

საგულისხმოა, რომ დღევანდელ პრემიერას სიმბოლური დატვირთვა აქვს - 1881 წლის თებერვალში, დაბა ახალსენაკში, თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიერ წარმოდგენილ იქნა მოლიერის ,,ძალად ექიმი’’.

138 წლის წინ, ადგილობრივი ძალებით გამართული სწორედ ეს წარმოდგენა შეიქმნა სენაკის მდიდარი თეატრალური ტრადიციების ათვლის წერტილი.

სპექტაკლს, რომლის დადგმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, თვითმმართელობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31