სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181921222324
25262728293031

2019-08-09 - ასოციაცია ,,ჰანგის" პროექტის პრეზენტაცია სენაკში

დღეს, შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგმა“ პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი ,,ჩართულობითი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“ პროგრამის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობის“ ფარგლებში, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

შეხვედრას, რომელიც შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალში შედგა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ალანია, საკრებულოს წევრები, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, შესაბამისი სამსახურებისა და შშმ პირებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ასოციაციის მენეჯერმა ანჟელა ხუხუამ 1999 წლიდან დღემდე, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები მიმოიხილა.
 
პრეზენტატორმა რუსლან საჯაიამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. მან ასევე, ხაზი გაუსვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
განმახორცილებელი პარტნიორებია - World Vision საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რომლის წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი ცაბუნია ვართაგავა სამუშაო შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას.
 
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის, ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რაც, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე, ძლიერ სამოქალაქო სექტორს მოიცავს.
 
 
 
 

2019-08-09 - ლევან თეფანიას ხსოვნის უკვდავსაყოფად...

მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი, 27 წლის სენაკელი ლევან თეფანია 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.
 
გმირის გოგონამ, 10 თვის ნინიმ, მამის დაღუპვის დღეს, პირველად წარმოსთქვა „მამა“ და ატირდა...
 
ლევანი 9 აგვისტოს, დილით, მეუღლეს - ნატა ყალიჩავას ესაუბრა. ამშვიდებდა, რომ მალე დაბრუნებას შეძლებდა...
 
ბოლო სატელეფონო საუბრიდან მალევე ლევანის ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა...
 
ნატა 21 წლის ასაკში დაქვრივდა, ნინი - მხოლოდ 10 თვის იყო.
 
წყვილმა ერთად წელიწადი და 8 თვე იცხოვრა...
 
ლევანის დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნატამ შეიტყო, რომ მეორე შვილი ეყოლებოდა...
 
მარიამი რვა თვის შემდეგ დაიბადა...
 
დღეს, გმირის სახელობის ქუჩაზე, თეფანიების ოჯახი, ლევანი სურვილისამებრ, ერთად ცხოვრობს, სადაც ბიძის მოსახელე პატარა ლევან თეფანიაც იზრდება...
 
დღეს, ლევან თეფანიას დაღუპვიდან მე-11 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკელი ჯარისკაცის ხსოვნას.
 
 
#ისტორიებიგმირებზე
#დიდებაჩვენსგმირებს
#მშვიდობითმოვიგებთომს
 

2019-08-09 - ფერების ფესტივალი სენაკში

#FestivalOfColours
#ფერებისფესტივალისენაკში
#SenakiColourFest2019
#YouthDayInSenaki

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31