სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181921222324
25262728293031

2019-08-05 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს:

2019 წლის იანვრიდან დღემდე, მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად, 200 სოციალურად დაუცველი და მეურვეობამოკლებული მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება, რისთვისაც, 6 თვის მანძილზე, 81 200 ლარი დაიხარჯა.

პირველად ამოქმედდა ბავშვთა კვების ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის, 80 ლარის ოდენობით, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა ხორციელდება. ამ ეტაპზე, აღნიშნული დახმარება ორმა ბენეფიციარმა მიიღო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 9 მოქალაქეს გაუწია დახმარება, რამაც 19 000 ლარი შეადგინა.

გრძელდება სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებში, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამ ბენეფიციარს ფინანსური დახმარება გაეწია. 6 თვის მანძილზე, გაწეულმა დახმარებამ 6 600 ლარი შეადგინა.

იანვრიდან დღემდე, ჯანმრთელობაგაუარესებული 487 მოქალაქის სამედიცინო მომსახურებაზე 215 300 ლარი დაიხარჯა.

115 ონკოლოგიურ პაციენტს სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსები, ასევე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები დაუფინანსდა.

სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ასი წლის ასაკის ორ მოქალაქეს 300-300 ლარი, 9 მაისს, სამამულო ომის სამ ვეტერანს - 500-500 ლარი, 26 მაისს - 15 ჩერნობილელს 100-100 ლარი გადაეცათ.

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ 24 მოქალაქეს, დიალიზის ცენტრამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური 130 ლარი დაუფინანსდა, რამაც პორველ და მეორე კვარტალში 17 900 ლარი შეადგინა.

315 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გაეწია უფასო მედიკამენტური დახმარება.

იშვიათი დაავადების მქონე შვიდმა მოზარდმა მიიღო კვარტალური დახმარება 350 ლარის ოდენობით.

52 მრავალშვილიან ოჯახს, 16 820 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია.

დედ-მამით ობოლ სამ ბავშვზე გაიცა კვარტალური დახმარება 150 -150 ლარის ოდენობით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 67 ბენეფიციარს, 7 700 ლარის ფარგლებში, გაეწია დახმარება.

გარდაცვლილ დევნილ მოქალაქეთა და ომის ვეტერანთა 37 ოჯახს, 7 350 ლარის ფარგლებში, სარიტუალო მომსახურეობა გაეწია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ეპიდ.ზედამხედველობის, იმუნიზაციისა და პარაზიტოლოგიის კუთხით, 72 200 ლარის მომსახურეობა 8 500-მა ბენეფიციარმა მიიღო.

საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში, 64 სოციალურად დაუცველ ოჯახს, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციოდ საამშენებლო მასალები გადაეცა, რისთვისაც, იანვრიდან დღემდე, 90 600 ლარი დაიხარჯა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31