სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-31 - სამუშაო შეხვედრა Action Against Hunger -ის პროექტის ფარგლებში

ანაკლიაში, სასტუმრო ,,პალმ ბიჩში,“ საერთაშორისო ორგანიზაცია Action Against Hunger(AAH) ორგანიზებით, პროექტის ,,მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი ნონა ოკუჯავა, ამავე განყოფილების სპეციალისტი მზია ბიგვავა და მუნიციპალიტეტების სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი, რომლის მიზანია მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა მათი დასაქმების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებით, საქართველოს მთავრობისა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საერთაშორისო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის განსახორციელებლად, თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან ,,DVV International” და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ათინათი“.

Facebook

2019-07-31 - მუნიციპალიტეტში ,,მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები მონტაჟდება

აზიური ფაროსანას ღონისძიებების გაცნობის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახა კუპრეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად აგრძელებენ. დღეს, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ ზანის, ეკის, უშაფათის, ფოცხოს, ნოქალაქევისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულებში, მოსახლეობას ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები გააცნო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ სასურველი შედეგი ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა. მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები - ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები, რომლის მეშვეობით ხდება დიდი რაოდენობით მავნებლის მოზიდვა. პრეპარატის შესხურების შედეგად კი - მისი ადგილზე განადგურება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებ.გვერდზე - www.parosana.ge ☎️ ცხელი ხაზი: 1️⃣5️⃣ 0️⃣1️⃣ 

#ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას
#მოიზიდედაგაანადგურე
#გადავარჩინოთმოსავალი 
#ჩაერთეშენც

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31