სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-29 - გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი, ყოველდღიურ რეჟიმში, გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.

 გარე განათების სისტემის დამონტაჟება, ამჯერად, სილოვან შამათავას ქუჩაზე მიმდინარეობს.

 მალე აღნიშნული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტს სრულად მოიცავს.

#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2019

Facebook

2019-07-29 - შეხვედრა ნოქალაქევის საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერიისა და ნოქალაქევის ქართულ-ბრიტანული ექსპედიციის წლების მანძილზე მიმდინარე ერთობლივ პროექტში ,,ინგლისური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლა’’ ჩართულ მოსწავლეებს შეხვდნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, სენაკის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს, ევროპის წამყვანმა უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებმა და სტუდენტებმა ინგლისურ ენაში გაკვეთილები ჩაუტარეს. ამასთან, მოსწავლებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში. პროექტი ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სიღრმისეულ შესწავლას და ბრიტანელ ახალგაზრდებთან ინტეგრირებას ისახავდა მიზნად.

საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს, ქართულ-ბრიტანული ექსპედიციის წევრებთან ერთად, საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ არქეოლოგიურ გათხრებში.

ასევე, ისინი ქართულ ბრიტანული ექსპედიციის ხელმძღვანელის პროფესორ ნიკოლოზ მურღულიას ხელმძღვანელობით, საველე პირობებში გაეცნენ არქეოლოგიური საქმიანობის სპეციფიკას.

საინტერესო იყო ახალგაზრდების ჩართვა საყოველთაო აქციაში ,,დაისვენე საქართველოში’’. მათ, ნოქალაქევის ისტორიული ქონგურებიდან, ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის დალაშქვრისკენ მოუწოდეს.

ისინი ასევე სტუმრობდნენ ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს.

ბოლოს, პროექტის ფარგლებში, ქართველი და ბრიტანელი ახალგაზრდები ანაკლიის აკვაპარკს ექსკურსიით ეწვივნენ.

შეხვედრაზე, საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ფოტოსლაიდებით გამართულ პრეზენტაციაზე, საინტერესოდ წარმოაჩინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა.

მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებთან საუბრისას, პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლოდ, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, აქტივობების გაფართოვებისა და გამრავალფეროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა. იგი, პროექტის მნიშვნელობის გაზრდის კუთხით, მოსწავლეებს მხარდაჭერას შეჰპირდა.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, 30 ივლისს, პროექტის მონაწილეთა ბოლო აქტივობა ნოქალაქევის კანიონების დალაშქვრა იქნება, რითაც, საზაფხულო სკოლის პროექტი მომავალ წლამდე დასრულდება.
 

Facebook

2019-07-29 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად
მიმდინარეობს.

ქალაქში, მშვიდობის ქუჩაზე, ღირებულებით 46 046 ლარი, წყალდიდობის შედეგად ჩაქცეული რკინა-ბეტონის ჯებირის აღდგენის სამუშაოები დაიწყო.

რუსთაველის ქუჩის №112-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ არსებულ სანიაღვრე არხზე ბეტონის ჯებირის საფუძვლის გამაგრება და ფსკერზე მონოლითური რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ღირებულება 8 055 ლარს შეადგენს.

პარალელურად, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალურ გზაზე, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთის გამაგრებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებია დაწყებული. ღირებულება - 9 453 ლარს შეადენს.

სამივე ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იმედი’’ აწარმოებს, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.

#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#განახლებულიინფრასტრუქტურაქალაქადდასოფლად
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31