სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-28 - სენაკში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა

დღეს, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გასვლითი სკრინინგ აქცია გაიმართა.

მთელი დღის განმავლობაში, პილოტური პროგრამის ფარგლებში, სენაკის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების, კლინიკა ,,არქიმედეს“ და დევნილთა პოლიკლინიკის ექვსი მობილური ბრიგადა, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრებში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებსა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა  დაწესებულებებში,  C ჰეპატიტის სკრინინგ გამოკვლევას ატარებს და მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავს.

6 წლის წინ, საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან  54 000 ადამიანი განიკურნა  და საქართველო გლობალური ლიდერი გახდა.

28 ივლისი - ჰეპატიტის მსოფლიო დღე - ვირუსული ჰეპატიტის გლობალური ტვირთისა და დაავადების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა მიზნით, სახელმწიფო, სამედიცინო და სამოქალაქო სექტორებს აერთიანებს.

1967 წელს, ნობელის პრემიის ლაურეატმა - ბარუხ სამუელ ბლუმბერგმა - B ჰეპატიტის ვირუსი აღმოაჩინა. ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი სწორედ მის პატივსაცემად შეირჩა.

#StopC  
#შენC
#დროაგანიკურნო

Facebook

2019-07-28 - ქართველთა და ებრაელთა სიყვარულის უკვდავსაყოფად...

დღეს, სენაკს ისრაელში, ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, წლების მანძილზე ჩვენს ქალაქში მოღვაწე ქორეოგრაფის, შალვა ეფრემაშვილის ვაჟი დავით ეფრემაშვილი,  ვაჟებთან და ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეებთან ერთად, ესტუმრა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედნიერის“ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ქალაქ ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიგლა თურქია, ქორეოგრაფიული სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ (სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ეფრემაშვილი), შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კუჩხიბედინერის“ (ქორეოგრაფი ზვიად გვასალია), მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ (ქორეოგრაფი გიორგი კორშია) მოცეკვავეები და ფოლკლორული ანსამბლი ,,გოგალაი".

ორი ერის - ქართველთა და ებრაელთა ღირსეული შვილის დავით ეფრემაშვილის  მშობლიურ სენაკში სტუმრობა, რომელიც ისრაელში, ქართული ცეკვის ფენომენის პოპულარიზაციას ემსახურება, მუდამ დღესასწაულია ქართული ქორეოგრაფიისა, ქართველთა და ებრაელთა სამაგალითო მეგობრობისა. დღესაც ეს საუკუნეობრივი სიყვარული და ძმობა, სცენაზე დანთებული ქართული ცეკვის ეშხსა და ლაზათში იქნა ჩაქსოვილი.

2019-07-28 - მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,Agile Spirit 2019"

🎥 მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,Agile Spirit 2019"

🎥 სიუჟეტი სენაკის II ქვეითი ბრიგადის ბაზიდან, სადაც დღეს, მასშტაბური, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,Agile Spirit 2019" დაიწყო. 💢,,მტკიცე სული...

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31