სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-27 - საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ვეტერანებისთვის

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  მხარდაჭერით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა,
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაუტარეს.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას  სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ჩატარდება.

Facebook

2019-07-27 - განახლებული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში

ახალ სასწავლო წელს სენაკის მუნიციპალიტეტის ათი საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ეს კადრები ეკის საჯარო სკოლაში მიმდინარე გადახურვით სამუშაოებს ასახავს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში, 470 000 ლარის სამუშაოები განხორცილედება. მომავალი თაობებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კეთილმოწყობილ გარემოში განათლების მისაღებად საჭირო სათანადო პირობების შექმნა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

#განახლებულიინფრასტრუქტურა#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#განათლებულიმომავალიერისხვალინდელიდღეა
#სენაკი2019

Facebook

2019-07-27 - ბევრი კეთილმოწყობილი გზა სოფლად

ამ წუთებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საწულეისკირიოში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ✔წლების შემდეგ, სოფელ საწულეისკირიოში, ბეტონის საფარი პირველად დაიგება, რის შედეგადაც, საავტომობილო გზის კეთილმოწყობის წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. ↘სამუშაოებს, რომლის ღირებულება 131 356 ლარს შეადგენს, სს ,,არქოპოლისი“ აწარმოებს. 

#კეთილმოწყობილიგზებისოფლად
#განახლებულისაგზაოინფრასტრუქტურა
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31