სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-26 - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეორე ეტაპი იწყება

📌აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის მობილური რეაგირების ჯგუფის წარმომადგენელი, აბაშის ჯგუფის ხელმძღვანელი დევი სიდამონიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსს დალი შონიას და მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

✔ შეხვედრაზე, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, ,,მოიზიდე და გაანადგურეს’’ ახალი ეტაპის დასაწყებად, ფერომონები გადაეცათ.

⬇მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით, განხილულ იქნა  პირველი ეტაპის შედეგები, რომლის მიხედვით, სენაკის მუნიციპალიტეტში, ინოვაზიური მავნებლის სალიკვიდაციო სამუშაოები ეფექტურად განხორციელდა.

ასევე აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პარალელურად, სიმინდის ფართობებში გავრცელებული სხვა მავნებლების ლიკვიდაციაც განხორციელდება.

მავნებლის სალიკვიდაციო სამუშაოები ადმინისტრაციულ ერთეულებში გაორმაგებული ძალისხმევით და არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებით განახლდება. ახალი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, სოფლებში ფერომონების დამონტაჟება გაგრძელდება.

შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი მოქმედების დეტალები და გაიცა რეკომენდაციები.

თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი შემოდგომაზე განხორციელდება, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

#ერთადვებრძოლოდმავნებელს
#მოიზიდედაგაანადგურე
#გადავარჩინოთმოსავალი
#ჩაერთეშენც

Facebook

2019-07-26 - შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე  კახაბერ კუპრეიშვილი სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული  ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ზედამხედველობითი ღონისძიებები.

სენაკის  მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 193 პროექტი ხორციელდება.

სასმელი წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი გაბიონების, სკვერების, მოსაცდელების, გარეგანათების, გზების მოხრეშვა-მოშანკადების, მინი საფეხბურთო მოედნების, ხიდებისა და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტში 738 000 ლარი დაიხარჯება.

შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებს მიეცათ დავალება  მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის დროს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზანია სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება,  მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა.

#სოფელიირჩევს #სოფელმაუკეთიცის #სოფლისმხარდაჭერა #სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31