სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-25 - სენაკს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი შენობა შეემატება

სენაკის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო მასშტაბის  ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

მალე, ქალაქს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება.

ამ ეტაპზე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება  239 239 ლარს შეადგენს.

#განახლებულიინფრასტრუქტურა
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2019

Facebook

2019-07-25 - განახლებული გზები ქალაქად

ქალაქ სენაკში, წლების შემდეგ, რკინატობეტონის საფარი პირველად დაიგო  თბილისის ქუჩის მეორე შესახვევსა და ქუთაისის ქუჩის ბოლოს - დედათა მონასტრის მიმდებარედ, რის შედეგადაც, საავტომობილო გზის კეთილმოწყობის წლების მანძილზე არსებული პრობლემა გადაწყდა.

პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიებზე, სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები პირველად განხორცილდა.

#კეთილმოწყობილიგზებიქალაქად
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2019

Facebook

2019-07-25 - ბევრი განახლებული გზა სენაკს

ქალაქ სენაკში, ასფალტის საფარი პირველად დაიგო ნაროუშვილის ქუჩაზე.
ამავე ტერიტორიაზე, ასევე, აქტიურ ფაზაშია გვერდულების მოწყობის სამუშაოები.
წლების შემდეგ, ნაროუშვილის ქუჩაზე არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა კეთილმოეწყო, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა მიეცა.

#განახლებულისაგზაოინფრასტრუქტურა
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31