სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-24 - საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ლიდერებთან შეხვედრა

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის  People In Need პროექტის კოორდინატორები ანა ქოჩუა და ქეთევან გოცირიძე  „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“  ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ლიდერებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვება შვიდმა პროექტმა მოიპოვა, მათგან  ორი - მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის, ორი - გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“, ორი - სენაკის სათემო განათლების ცენტრის და ერთი - არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ათინათის“ საინიციატივო ჯგუფების მიერ შექმნილი პროექტებია და თითოეული მათგანი 1000 ლარით დაფინანსდება.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ლიდერებმა საკუთარი პროექტების პრეზენტაცია გამართეს. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და People In Need პროექტის კოორდინატორებმა    გამარჯვება მიულოცეს  და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

Facebook

2019-07-24 - კალისტრატე შარტავას 105 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, სენაკის გამორჩეულ შვილს, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მამას, კალისტრატე შარტავას 105 წელი შეუსრულდებოდა. 

ბატონი კალისტრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა მშობლიური სენაკისა და ქვეყნის მსახურების მაგალითია. ის იყო ჩვენი კუთხის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს დამსახურებული მუშაკი, ღირსეული და კოლორიტული პიროვნება, სამაგალითო ოჯახის თავკაცი, სამშობლოს ერთიანობას შეწირული მამულიშვილის აღმზრდელი. კაცი, რომელმაც სენაკის და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. 

თითოეული ჩვენგანი მუდამ იამაყებს მისით და პატივს მიაგებს ამ დიდებული ადამიანის ხსოვნას. 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31