სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-23 - არტ პროექტი ,,ცოდნა ხელოვნების გზით’’

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის არტ პროექტის ,,ცოდნა - ხელოვნების გზით’’ ფარგლებში, 9-დან 22 ივლისის ჩათვლით, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში, ცენტრის აღსაზრდელებისთვის ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა მრავალფეროვანი პროგრამითა და აქტივობებით. დღეს, საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონიას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუსიკა, მხატვრობა, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, შეხვედრები, ექსკურსიები - ასეთია ზოგადი ჩამონათვალი იმ მრავლისმომცველი შთაბეჭდილებებით აღსავსე ღონისძიებებისა, რომლის პრეზენტაციაც წარმოადგინეს დასკვნით საღამოზე საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა. ეს მნიშვნელოვანი შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება, გრძელდება და მეორე ეტაპის აღსაზრდელებს, ხვალიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, უმასპინძლებს.

Facebook

2019-07-23 - შემაჯამებელი პრეზენტაცია სამხატვრო გალერეაში

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრმა 2018-2019 სასწავლო წლების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ცენტრში მოქმედი წრეების 276 მოზარდს - სერთიფიკატი, ხოლო 11-ს - მადლობის ფურცელი გადაეცა. სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი, განახლებული და მრავალფეროვანი პროექტებით, მზადებას ახალი სასწავლო წლისთვის იწყებს.

Facebook

2019-07-23 - შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

დღეს, ქალაქ სენაკში, ნოსირისა და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცა. მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის - LDS Charities თანამონაწილეობით, შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება. ეტლების ტანსპორტირებას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. ამ პროგრამით შშმ პირს ადვილად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ეძლევა, რაც აუმჯობესებს მათი ღირსეული ცხოვრებისა და გარემოსთან ადაპტირების ხარისხს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31