სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-17 - იმუნიზაციის აქტუალობა დაავადებათა პრევენციისთვის

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი ლია ჯაბიძე სხვადასხვა პროფილის ექიმებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იმუნიზაციის აქტუალობის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკები. ლია ჯაბიძემ აღნიშნა, რომ გადამდებ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტურ საშუალებას და თანამედროვე მედიცინის უდიდეს მიღწევას ვაქცინები წარმოადგენს. ასევე, ისაუბრა წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების და პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო საყოველთაო ვაქცინაციაზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) იმუნიზაციის სამმართველოს უფროსმა ყურადღება გაამახვილა ექიმების როლსა და პასუხისმგებლობაზე მოსახლეობისთვის ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების კუთხით. 

#ერთადვებრძოლოთინფექციურდაავადებებს
#ProtectYourHealth

Facebook

2019-07-17 - მოქალაქეთა აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. პრობლემები ძირითად სოციალურ, ჯანდაცვის, დასაქმების, ინფრასტრუქტურულ საკითხებს ეხებოდა. მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად, თითოეული მოქალაქის პრობლემა ინდივიდუალურად მოისმინა და კომპეტენციისა და კანონიერების ფარგლებში, მათ დროულ რეაგირებას შეპირდა. სენაკში მცხოვრებთა წინაშე არსებული პრობლემების ეფექტური მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. მოქალაქეთა მიღება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

Facebook

2019-07-17 - სიმღერისა და იუმორის საღამო

19 ივლისი, 20 საათი - ქალაქის ცენტრალური მოედანი
სიმღერისა და იუმორის საღამო პაატა გულიაშვილისა და
პაატა ხაჩიძის მონაწილეობით
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31