სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
21222324252627
28293031 

2019-07-05 - ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ- ფილმის ,,ექვთიმე ღვთისკაცი“ საჯარო ჩვენება

ივლისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ინიციატივით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართება ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ- ბიოგრაფიული ფილმის ,,ექვთიმე ღვთისკაცი“ საჯარო ჩვენება და შეხვედრა ფილმის რეჟისორთან.

დასაწყისი 21 საათზე.

Facebook

2019-07-05 - კახაბერ ჟვანიას სახელობის ტურნირი კრივში

დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სენაკელი კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი კრივში, რომელიც საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ თბილისის, ფოთის, სენაკის, გორის, ჭიათურის, ტყიბულის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, მესტიის, ახალქალაქის, თელავის 2005-2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მოკრივეთა გუნდები.

საინტერესო და ემოციურად დატვირთულ ტურნირს დეკანოზი ნაზარი ჭანტურია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, თბილისის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურ გოგოჭური, საფრანგეთში მოღვაწე ჩვენი თანაქალაქელი კახაბერ ჟვანია ოჯახთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის, სპორტული სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წარმატებული სენაკელი სპორტსმენის სახელობის ტურნირი კრივში, რომელიც ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, 7 ივლისს დასრულდება.

Facebook

2019-07-05 - ,,ლაზარე 2015

დღეს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლაზარე 2015-ის’’ ახალ ოფისში, ცენტრის დირექტორმა ეკატერინე სოლომონიამ, დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო პერსპექტივების პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიებას, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარიმართა, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პრეზენტატორმა ისაუბრა ცენტრის დაარსების ისტორიაზე, მომსახურეობასა და მიზნებზე. აღსანიშნავია, რომ ცენტრში, რომელიც გათვლილია 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე 15 ბენეფიციარზე, აღსაზრდელებს მიეწოდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება მათი შესაძლებლობების, ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც მოზარდების ყველა უნარის განვითარებას მოიცავს.

 

ცენტრის მიზანია, თავისი საქმიანობით საზოგადოებას დაანახოს, რომ შეზღუდული უნარები არ არსებობს და რომ მათი აღსაზრდელები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ცენტრთან და მხარდაჭერას უცხადებს მას ამ უნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში.

2019-07-05 - ტურნირი მოყვარულთა შორის მინი ფეხბურთში

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის პარკის ახლადრეაბილიტირებულ სპორტულ სტადიონზე, დასრულდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით გამართული ტურნირი მინი ფეხბურთში.

მოყვარულთა შორის ჩატარებული შეჯიბრი, რომელშიც 8 გუნდი ჩაება, კენჭისყრის ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს ,,იუვე“ და ,,ვიკინგები“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ,,იუვეს“ გამარჯვებით - 5:0 დასრულდა. გუნდი მოყვარულთა ტურნირის 2019 წლის გამარჯვებული გახდა და თასი გადაეცა.

შეხვედრას მინი ფეხბურთში, რომელიც 24 ივნისს დაიწყო და დღეს, ფინალური მატჩით დასრულდა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31