სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
9101213
1420
2122
 

2019-07-03 - ყველაზე გამჭვირვალე და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულ მუნიციპალიტეტთა შორის სენაკის მუნიციპალიტეტი მე-13 ადგილზეა

2 ივლისს, ქ. თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საქართველოს 64 -ვე მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხი შეფასდა.
 
ამ მიმართულებით, პირველი ერთიანი ეროვნული შეფასება 2017 წელს განხორციელდა, სადაც სენაკის მუნიციპალიტეტს 55-ე ინდექსი მიენიჭა.
 
2019 წლის შეფასების შედეგებით, გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, 5 მუნიციპალიტეტს შორის, სენაკის მუნიციპალიტეტი დასახელდა და ის 26%-ით გაზრდილია.
 
ყველაზე გამჭვირვალე და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულ მუნიციპალიტეტთა შორის სენაკის მუნიციპალიტეტი მე-13 ადგილზეა.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) თაოსნობით და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31