სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-28 - სენაკის საცხენოსნო ტრადიციები

სენაკში 92 წლოვან საცხენოსნო ისტორიას ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სპორტის სენაკელ ოსტატებთან გამართული შეხვედრა და ფოტოგამოფენა ,,სენაკის საცხენოსნო ტრადიციები“ მიეძღვნა.

ღონისძიებას, რომელიც სენაკის საცხენოსნო კლუბის დამფუძნებლის ირაკლი ლაკიას ინიციატივით გაიმართა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საცხენოსნო კლუბს მდიდარი წარსული და დიდი ისტორია გააჩნია. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1927 წელს ქ. ცხაკაიაში (სენაკი) პირველად ჩატარდა დღესასწაული საცხენოსნო სპორტის სახეობებში: ისინდი, თარჩია, ცხენბურთი, ჩერეზი, მოქნევა, მარულა, ყაბახი, კონკური და სხვა. 1929 წელს გაიმართა ცხენოსნური გადარბენა ქობულეთიდან ცხაკაიაში. 1937 წელს მოეწყო ცხენოსნური გადარბენა აფხაზეთის, სამეგრელოს, ქუთაისის, ცხინვალის, სიღნაღის, ბორჯომის და სხვა რაიონების ცხენოსანთა მონაწილეობით. ცხენოსნურ სპორტში შემდგომ წლებშიც სისტემატურად ეწყობოდა შეჯიბრებები. სენაკის იპოდრომი ათწლეულების მანძილზე მასშტაბურ საცხენოსნო შეჯიბრებებს მასპინძლობდა.

აღნიშნული ისტორიისა და ტრადიციების ამსახველი ფოტომასალა საცხენოსნო კლუბის დამფუძნებელმა ირაკლი ლაკიამ ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა.

Facebook

2019-06-28 - სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა და დეტალურად განიხილა ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ზედამხედველობითი ღონისძიებები.

ლევან კუპრეიშვილმა დამსწრეთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მობილიზაციისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

მერიის წარმომადგენლებს მიეცათ დავალება შეადგინონ ადმინისტრაციულ ერთეულებში
არსებული პრობლემატიკა, ასევე მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის დროს.

ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31