სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-27 - გზა მომავლისკენ

სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს. დღეს, სტუმრებს, მშობლებსა და თანატოლებს პირველი ბაგა-ბაღის (გამგე თამარ გეგენავა) აღსაზრდელებმა უმასპინძლეს. ღონისძიებას ,,გზა მომავლისკენ“ მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პატარა აღსაზრდელებმა სანახაობრივად მრავალფეროვანი კომპოზიცია წარმოადგინეს და სახალისო განწყობა შექმნეს. ღონისძიების დასასრულს, პედაგოგმა აღსაზრდელებს ბაგა-ბაღის გამგის თამარ გეგენავას სიყვარულით, მონატრებითა და კეთილი სურვილებით აღსავსე ბარათი წაუკითხა. გამოსაშვები აქტივობები მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში იმართება. წელს, სასკოლო ასაკის 419 აღსაზრდელი მერიისგან სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებს.

Facebook

2019-06-27 - კონცერტი ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პედაგოგ რუსუდან მილიუტინის მოსწავლეებმა და მიმდინარე წელს ცენტრის ბაზაზე პირველად ჩამოყალიბებული საბალეტო სტუდიის აღსაზრდელებმა მიიღეს. კლასიკური მუსიკის საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, სამუსიკო სკოლისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა საფორტეპიანო ნაწარმოებები და საბალეტო სტუდიის ნორჩი აღსაზრდელების მიერ შესრულებული ცეკვები. აღსანიშნავია, რომ მაისისა და ივნისის დღეები, ტრადიციულად, სამუსიკო სკოლის პედაგოგთა მუშაობის შემაჯამებელი კლასიკური მუსიკის კონცერტებით იყო დატვირთული. მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი ახალ სასწავლო წელს საინტერესო და მრავალფეროვანი სიახლეებით შეხვდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31