სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-26 - პროექტი „დანერგე მომავალი“ - კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ხარგელიამ, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტში შესული ცვლილებები გააცნო. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში კოორდინაციის განყოფილების და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ხეხილის ბაღების თანადაფინანსების ახალი ქვეკომპონენტი -„კენკროვანი კულტურები“ - ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში გაშენების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამა მცირემიწიან ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობები და მიიღონ სარგებელი. ფერმერები, რომლებიც შესაბამის ტესტირებას გაივლიან და მზად იქნებიან პროგრამაში ჩასართავად, სახელმწიფოს მხრიდან სრულ 100 %-იან დაფინანსებას მიიღებენ. ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულება, საჭიროების შემთხვევაში კი - ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%. პროექტი მიზნად ისახავს მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებულის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. დაინტერესულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს.

Facebook

2019-06-26 - სამუშაო შეხვედრა მონიტორინგის ჯგუფთან

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თოფურიას, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს ირაკლი ჯიქიას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს მალხაზ თორიას, შპს ,,თი აი ეი ჯი" აუდიტესკორტის ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელს თემურ ჯიქიას შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების საკითხი. საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31