სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-25 - მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. დღეს, მიმდინარე სამუშაოების პროცესი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა დაათვალერეს. მალე, ქალაქს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურისათვის შენობის მშენებლობის პროექტს, რომლის ღირებულებაა 239 239 ლარი, ი/მ მანუჩარ ნაჭყებია ახორციელებს. ობიექტის სამშენებლო სამუშაოები, რომლის მშენებლობაზე 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული, მაისის თვეში დაიწყო და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, წლების შემდეგ პირველად, შპს ,,სენაკის სამშობიარო სახლი“ გათბობის თანამედროვე სისტემით აღიჭურვება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გათბობის სისტემის მოწყობისა და სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულება 48 989 ლარია. პროექტს შპს ,,დაგი“ ახორციელებს. უახლოეს დღეებში, მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის ბათარიას უბნის მოსახლეობა კეთილმოწყობილი მოსაცდელით ისარგებლებს. დასრულების ფაზაშია მგზავრთა მოსაცდელის კაპიტალური შენობის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს ,,მშენსერვისი - 7“ აწარმოებს, 5 305 ლარს შეადგენს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. 

#მოსახლეობათავადირჩევს
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამასენაკში
#განახლებულიინფრასტრუქტურაქალაქდასოფლად
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31