სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-24 - გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი, ყოველდღიურ რეჟიმში, გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, გარე განათების სისტემის მონტაჟი თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის ტყირის უბანში მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში აღნიშნული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტს სრულად მოიცავს.

Facebook

2019-06-24 - პრეზენტაცია სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში

დღეს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელობამ შეხვედრა გამართა. საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს შეეხებოდა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საინფორმაციო ცენტრის პროექტის - „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ - საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი 10 საუკეთესო პროექტიდან ერთ-ერთის ავტორი და გამარჯვებული სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი ნათია დავითაიაა, რომელსაც მოპოვებული გამარჯვება სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლა-გიმნაზიის დირექტორი ნინო ჯანჯღავა, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ს არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში გამართულ Intel-ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო - საინჟინრო კონკურსში მიღებული გამოცდილებების შესახებ პრეზენტაცია გამართეს მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულებმა, მარიამ ბახტაძემ და ანანო კალანდარიშვილმა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა. 25 ივნისს, მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, 10 დღით, ბულაჩაურის ,,მწვანე ცენტრის“ საზაფხულო ეკო-ბანაკში გაემგზავრებიან.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31