სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-20 - გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი განაგრძობს გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს. ამჯერად, წლების შემდეგ პირველად, ქალაქში, გივი კარტოზიას ქუჩაზე, გარე განათების სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს. გარე განათების ახალი ქსელების მოწყობა დაგეგმილია ბორჯომის, ჯანაშიას, კ.გამსახურდიას, არსენას (ჩიხებით), წურწუმიას, ს.შამათავას (ჩიხებით), არჩაიას ქუჩებზე. უახლოეს პერიოდში აღნიშნული სამუშაოები მთელ ქალაქს მოიცავს.

Facebook

2019-06-20 - დაზარალებული თანაქალაქელის თანადგომისთვის...

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, საზოგადოებრივი მომსახურების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად, ხოფერიას ქუჩაზე მცხოვრები ნუგზარ მიქაძის ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლი 11 ივნისს სრულიად დაიწვა და 6 სულიანი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაზარალებულ მოქალაქეს მუნიციპალიტეტის მერიამ, პირველადი სამუშაოების ჩასატარებლად, 3000 ლარი გადაურიცხა. ასევე დაგეგმილია ოჯახისთვის სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31