სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-19 - ტურნირის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა

4-დან 7 ივლისის ჩათვლით, სენაკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაგეგმილია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სენაკელ კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი კრივში, რომელსაც სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ტურნირის მოსამზადებელი სამუშაოების მონიტორინგისთვის სენაკს საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, თბილისის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურ გოგოჭური და საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე ესტუმრნენ. კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მოადგილეებთან და სასპორტო გაერთიანების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა წარმატებული სენაკელი სპორტსმენის კახაბერ ჟვანიას სახელობის ტურნირს კრივში, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

Facebook

2019-06-19 - მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოში დამონტაჟდა

ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, რომლებმაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციის კონკურსში პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“ 2017 წელს გამარჯვება მოიპოვეს, ჯგუფის მენტორ უტა კილასონიასთან ერთად, მათ მიერ შექმნილი ხელსაწყო ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაამონტაჟეს. მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის. მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღებულია მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე და საიმედოობა. ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის და რაც მნიშვნელოვანია, აპარატის ანალოგი არ არსებობს. სენაკელი ნორჩი გამომგონებლების მიერ, ფოცხოში, 4 ლოკაციაზე დამონტაჟებული სენსორული აპარატით, შეტყობინება გადაეცემა მთავარ სერვერს, რის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება იქ მიმდინარე გეოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი და მეწყერის საშიშროების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღება. სკოლა-გიმნაზიის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

Facebook

2019-06-19 - მერის შეხვედრა მოქალაქეებთან

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. ადგილობრივებმა ლევან კუპრეიშვილს თავიანთი პრობლემები გააცნეს, რაც ძირითადად, სოციალურ, ჯანდაცვის, დასაქმების და სხვა მათთვის საჭირბოროტო საკითხებს ეხებოდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო და კომპეტენციისა და კანონიერების ფარგლებში, საკითხების გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაავალა. მოქალაქეთა მიღების დღე - ოთხშაბათია, თუმცა ლევან კუპრეიშვილი თანაქალაქელთა საჭიროებებს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა. სენაკში მცხოვრებთა წინაშე არსებული პრობლემების დროული და ეფექტური გადაწყვეტა ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31