სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-18 - პროექტი ,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელის“ ფარგლებში

ამ წუთებში მერიის სხდომათა დარბაზში ექსპერტი სანდრო სორდია, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის -,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ - ფარგლებში, შეხვედრას მართავს მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. ტრენინგი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების, ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვა, დღის ბოლომდე გაგრძელდება და ხვალ სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით დასრულდება. პროექტი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორცილედება.

Facebook

2019-06-18 - მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან, პროექტების მიმდინარეობის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით, გრძელდება მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის და დაზიანებული სახურავების გადახურვის პროცესი. აქტიურად მიმდინარეობს წმინდა ნინოს № 8, №10, №11 და №14-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების გარე კედლების რეაბილიტაცია და გადახურვა. ასევე განახლდება რუსთაველის №166, №168, №168-ბ, №231, №235 და №235-ა კორპუსების ფასადები და დაზიანებული სახურავები. სამუშაოებს, რომლის სატენდერო ღირებულებაა 288 686 ლარი, ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე ველოდი სანაია აწარმოებს. საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

📽საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის... - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Senaki Municipality

📽საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების...

Facebook

2019-06-18 - შეხვედრა ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობასთან

დღეს, საქართველოს პალამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის დირექტორს ლი ქსიაო ბინგს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჩინური კომპანია სენაკში ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს. პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრის დასასრულს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინვესტორებთან ერთად დაათვალიერეს ლოკაცია, სადაც თანამედროვე სტანდარტების ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება. შესაბამისად, ფართოპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვის შემდეგ, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამედიცინო მომსახურება საუკეთესო პირობებში მიიღონ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31