სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-17 - რაგბის ფესტივალი სენაკში

სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, წლების მანძილზე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის დავით კილასონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რაგბის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 26-მა გუნდმა მიიღო. რაგბის ფესტივალში მონაწილე გუნდებს თასები, ყველა მორაგბეს - სიგელები გადაეცათ. ქართული რაგბის ლეგენდის - დავით კილასონიას სახელობის პრიზი წილად აკაკი კილასონიას ხვდა. სახელოვანი ვეტერანი მორაგბის სახელობის ფესტივალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის სამეგრელოს წარმომადგენლობა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#რაგბიჩვენითამაშია
#რაგბისფესტივალისენაკში

Facebook


 

2019-06-17 - ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის ,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ - ფარგლებში, დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის. სამუშაო შეხვედრას, რომელსაც ექსპერტი სანდრო სორდია უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების, ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვას ისახავს. ტრენინგის პირველი დღე დაეთმო თვითმმართველობისთვის ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორიცაა, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები, თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები. სამუშაო შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება. შემდგომი შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან გაიმართება.

Facebook

2019-06-17 - საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მოწყობის, სანიაღვრე არხების მოწესრიგების, გზების მოშანდაკების, დასუფთავება-გამწვანების სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა ქალაქის შემდეგ ქუჩებზე: ფიროსმანი, დავითაია, დუტუ მეგრელი, სამეგრელო, ნუცუბიძე(ჩიხებით), ეგრისი, ქუთაისი, კაშიბაძე, ლევან მეორე დადიანი, გიორგი ბრწყინვალე, გორგასალი, ურიდია.

დეკორატიული სანათები აღდგენილ იქნა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა და აჯიაშვილის სახელობის სკვერებში.

გარე განათების ახალი ქსელების მოწყობა დაგეგმილია ბორჯომის, ჯანაშიას, კ.გამსახურდიას, არსენას (ჩიხებით), წურწუმიას, ს. შამათავას(ჩიხებით), არჩაიას ქუჩებზე, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის ტყირის უბანში.
უახლოეს პერიოდში აღნიშნული სამუშაოები მთელ ქალაქს მოიცავს.

სანიაღვრე არხების მოწყობა-მოწესრიგების სამუშაოები განხორცილდა ჭყონდიდელისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, გამსახურდიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხორავას ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ტროტუარები აღდგა რუსთაველისა და ქურდოვანიძის ქუჩებზე.

კეთილმოეწყო დაზიანებული ცხაურები და ხიდბოგირების მოაჯირები ქუთაისის, მშვიდობის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ჭყონდიდელის ქუჩებზე.

ქალაქის ქუჩებში ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა.

მერიის მიერ შეძენილი სპეცტექნიკის (გრეიდერის) მეშვეობით გზის მოშანდაკების სამუშაოები განხორცილდა ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში და ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის საბუკიოს, საბულიოს, საშარტავოს, ზემო და ქვემო საჭითაოს, სადადიანოს და სამირცხულავოს უბნებში.

 

 

Facebook

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31