სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-14 - შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე მიულოცეს და მათ გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს. შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის - LDS Charities თანამონაწილეობით, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე, ეტლებს 62 შშმ პირი მიიღებს. ეტლების ტანსპორტირებას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. ამ პროგრამით შშმ პირს ადვილად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ეძლევა, რაც აუმჯობესებს მათი ღირსეული ცხოვრებისა და გარემოსთან ადაპტირების ხარისხს.

Facebook

2019-06-14 - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე

14 ივნისს, უკვე 19 წელია, რაც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

ამ დღის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა და საზოგადოებაში მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

ამ მიმართულებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს შშმ პირთა დახმარების პროგრამას, რომელშიც ჩართულია გონებრივი განვითარების შეფერხების - მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი - მქონე შეზღუდული შესაძლებლობების 42 ბენეფიციარი, მხედველობის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების 40 ბენეფიციარი, სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 27 ბენეფიციარი.

2019 წელს, აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად, 21 800 ლარია გათვალისწინებული.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს „ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამას“, რომელიც შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინასებას ითვალისწინებს.

2019 წელს, ამ მიმართულებით, გათვალისწინებულია 24 900 ლარი.

#შეზღუდულიშესაძლებლობებიარარსებობს

Facebook

2019-06-14 - სენაკში, ქალაქად და სოფლად, საავტომობილო გზები რეაბილიტირდება

სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. რკინა-ბეტონისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თბილისის ქუჩის მეორე შესახვევში დავით აღმაშენებლის ქუჩამდე. პარალელურად, საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები დაწყებულია მენჯის, ხორშის და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასფალტის საფარი პირველად დაიგო კოლხეთის, ნაროუშვილის, დემურიას ქუჩებზე, ნოდარ კანკიას ქუჩის მეორე შესახვევში, ნუცუბიძის ქუჩის ხოფერიას ქუჩამდე დამაკავშირებელ გზაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ნოდარ კანკიას ქუჩამდე, ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხის ზედა მონაკვეთსა და სასაფლაომდე მისასვლელ გზებზე, რის შედეგადაც, საავტომობილო გზის კეთილმოწყობის წლების მანძილზე არსებული პრობლემა გადაწყდა. საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - ზემო კოტიანეთის და საესებუოს უბნის გზებზე, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - გეჯეთი-წყემის დამაკავშირებელ გზაზე, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში - რეკა-ბათარიას დამაკავშირებელ გზაზე.

#განახლებულიინფრასტრუქტურა
#კეთილმოწყობილიგზებიქალაქადდასოფლად
#სენაკი2019

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31