სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
22
2329
30 

2019-06-11 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

11 ივნისი ქართული ქორეოგრაფიის დღეა.
ჩვენს მუნიციპალიტეტში მოღვაწე ყველა ქორეოგრაფს, გამორჩეულად - ღვაწლმოსილ ქორეოგრაფებს, ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს.

,,როკვით განფენილი გენია“ ხომ ერის უკვდავების გასაღებია და მისი თვითმყოფადობის ერთი უმშვენიერესი გამოვლინება.
სიამაყით მავსებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი მდიდარი კულტურული ტრადიციებითაა გამორჩეული. 
დასაფასებელია თითოეული ქორეოგრაფის ღვაწლი. თქვენ ჩვენს მომავალს ეროვნულ ღირებულებებთან აკავშირებთ, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 

Facebook

2019-06-11 - გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქში, სახოკიას ქუჩაზე, ბეტონის საფარის დაგება დაიწყო. დღეს, რეაბილიტაციის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად გაეცნო. ხელმძღვანელი პირები პროექტზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოებს ღირებულებით 200 204 ლარი, სს ,,არქოპოლისი“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, სახოკიას ქუჩაზე გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს ასფალტო და რკინა ბეტონის საფარის დაგებისა და საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

Facebook

2019-06-11 - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა გახსნა. სხდომას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მოწვევით - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი ლევან ოყრეშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ნატალია ხუბუას ანგარიში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღინისძიებების, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მნიშვნელობისა და მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამების შესახებ. განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა სათათბიროს წევრებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის მაკეტი წარუდგინა. სხდომაზე განხილულ იქნა მემორიალის ადგილმდებარეობის საკითხი. საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორმა ბადრი მამულიამ ცენტრის მიერ მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და გამწვანების კუთხით ჩატარებული, მერიის მიერ შეძენილი სპეც.ტექნიკის (გრეიდერის) მეშვეობით განხორციელებელი, გარე განათების ახალი ქსელების მოწყობის სამუშაოების, ასევე, დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მერმა დამსწრეთ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები. შეხვედრის დასასრულს, ლევან კუპრეიშვილმა სათათბირო ორგანოს წევრებს, რომელთა საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამოქალაქო აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31