სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
268
10
202122
23242526272829
30 

2019-06-05 - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა, დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში მასშტაბურად, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

ჯერ კიდევ 47 წლის წინ, 1972 წლის 15 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაეროს კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, ივნისი „მწვანე თვედ" გამოცხადდა.

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნის მიზანია ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერება ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობა და მისი შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვა.

ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს გარემოს დაცვის საქმეში, გაუფრთხილდეს ჩვენს პლანეტას და იზრუნოს მსოფლიოს მწვანე და უსაფრთხო მომავალზე.

#იზრუნეგარემოზე
#გავუფრთხილდეთბუნებას
#გარემოსდაცვისსაერთაშორისოდღე
#WorldEnvironmentDay2019

Facebook

 
 

2019-06-05 - მალე საბავშვო ბაღ ,,ოცნება“-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგენლებს, დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდნენ. პროექტი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს, დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მომავალ თანამშრომლობას და ერთობლივად განსახორციელებელ უმნიშვნელოვანეს პროექტებს შეეხო, რომლის ფარგლებშიც, უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაღში ,,ოცნება“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და მალე პატარები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აღიზრდებიან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შპს ,,გასკო+’’-ის მენეჯერ დიმიტრი პაჭკორიასთან ერთად სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე - გაზიფიკაციის, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, ყოფით პრობლემებზე - ესაუბრა.

Facebook

2019-06-05 - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე სენაკში

დღეს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ეკო-კლუბის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ეკო-კლუბის წევრებთან ერთად ჩაერთო. პოლიეთილენის პარკებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა მეგრული ოდისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიები. აქციის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდაა. 
#მწვანედასუფთაქალაქი
#იზრუნეგარემოზე
#გავუფრთხილდეთბუნებას
#გარემოსდაცვისსაერთაშორისოდღე
#WorldEnvironmentDay2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31