სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-31 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

დღეს 31 მაისია - პოლიციის დღე.

ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომ თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს.

ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ თქვენს მიერ, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფილ საზოგადოებრივ წესრიგსა და სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ.

პატივისცემით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2019-05-31 - საგანმანათლებლო მუსიკალური საღამო

ამ წუთებში სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ორგანიზებით - ხელმძღვანელი შიო აბრახამია და სენაკის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო მუსიკალური საღამო მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალისა და თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ნიჭიერთა ათწლედის გუნდის ხელმძღვანელი, პედაგოგი, თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის დირიჟორი შიო აბრახამია, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მუსიკის პედაგოგებისა და გუნდის ხელმძღვანელებისთვის, გუნდთან მუშაობის მასტერკლასებს ატარებს. ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდი და საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი „ლირა“ (დირიჟორი თამარ თალაკვაძე) ღებულობენ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა დ ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. საგანმანათლებლო მუსიკალური საღამოს მიზანია საგუნდო ხელოვნების პოპულარიზაცია, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება, შშმ პირთა შემოქმედების ხელშეწყობა და საზოგადოებისთვის გაცნობა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31