სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-26 - მერიის სხდომათა დარბაზს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა

დღეს 26 მაისია - ერის ისტორიულ დროთა გაწყვეტილი კავშირის, მოშლილი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე, თვისობრივად სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. სიმბოლურია, რომ ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზს საქართველოს ერთიანობისთვის ზვარაკად შეწირული, ღირსეული ერისკაცისა და საამაყო თანაქალაქელის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. მემორიალური დაფა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა გახსნეს. ,, სიცოცხლის გაწირვა სამშობლოსათვის ეს ჩვენი ჯიშის, ჯილაგის, მოდგმის საუკეთესო თვისებაა. მტერმა კარგად იცოდა, ჟიული შარტავას სახით ვის უკლავდა საქართველოს. ჩვენ კი, მისმა თანამედროვეებმა, ჩვენმა ახალგაზრდობამ, მისი სახელი უნდა უკვდავვყოთ. ჩემთვის საპატიოა და საამაყო, რომ სწორედ ჩემი მმართველობის პერიოდში, ამ ისტორიულ დღეს, მერიის სხდომათა დარბაზს, საქმის კეთების ნიჭით ჩვენს გვერდით მოარული სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა. საქართველოს ეროვნულ გმირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993 წლის 27 სექტემბერს სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.

Facebook

2019-05-26 - დამოუკიდებლობის 101-ე წელი სენაკში

დღეს, 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. აქვე მოეწყო სენაკელი მხატვრის მოსე გერსამიას ნამუშევრების გამოფენა. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დილიდან, სპორტული აქტივობები - ველორბოლა და მარათონი გაიმართა. შემდეგ იყო კოსტუმირებული მსვლელობა, რომლის მონაწილეებმა - ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეებმა, სენაკელმა სპოტსმენებმა, ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების აღსაზრდელებმა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა ქალაქის ცენტალურ ქუჩებში გადაინაცვლეს. დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება და გალაკონცერტით დასრულდება.

Facebook

2019-05-26 - 26 მაისისადმი მიძღვნილი კულტურული და სპორტული აქტივობები

დღეს, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, დიდ მამულიშვილსა და საზოგადო მოღვაწეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართული თემატური ღონისძიება, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რომ, თანამედროვეობის გმირის ცხოვრება და მოღვაწეობა არის მაგალითი სამშობლოსათვის თავდადებისა. ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სივრცე მოეწყო -მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ორგანიზებული ყვავილების ფესტივალი, რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, ასფალტზე და სახეზე ხატვა, აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობებში - კარატეში, მკლავჭიდში, ჭიდაობაში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში. ამფითეატრის სცენა კი სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელებს დაეთმო, რომელთაც ფლეშმობი და სპორტული ცეკვები წარმოადგინეს. მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობების შემდეგ საზეიმოდ გაიხნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედანი, სადაც საჩვენებელი მატჩი გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელობის თასი გადაეცა.

Facebook

2019-05-26 - 26 მაისი - ეს დღე ჩვენია!

სანახაობრივად დატვირთული ღონისძიებების შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტი გაიმართა. დღეს, მთელი დღის მანძილზე, სახვითი ხელოვნების გალერეის საგამოფენო დარბაზი ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობდა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიხურება. დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა პერფორმანსი, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ძველი სენაკის კლუბის წევრებმა სამხატვრო გალერეაში წარმოადგინეს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გალაკონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31