სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-25 - კურსდამთავრებულთა გალაკონცერტი

დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ქალაქის პირველი, მეორე, მესამე, მეშვიდე სკოლების, კერძო სკოლა ,,მარიოტას“ კურსდამთავრებულები საზოგადოების წინაშე სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი შოუ-კონცერტით წარდგნენ. საღამოს, რომელიც სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეთორმეტე კლასელებს ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ლაღი და ბავშვური ოცნებებით აღსავსე პერიოდის - სკოლის დამთავრება მიულოცეს და მათ მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე წარმატებები უსურვეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ. ,,გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ, რომ თქვენი ცოდნით, დაუღალავი შრომით დასახულ მიზანს მიაღწიოთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცოდნის შესაძენად საუკეთესო შესაძლებლობები გქონდეთ, რათა საკუთარ თავს ბედნიერი მომავალი, ხოლო ქვეყანას კეთილდღეობა და წარმატება მოუტანოთ.“ - აღინიშნა საღამოზე. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის გალა-კონცერტი, სადაც ერთობლივად წარმოჩინდა მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მეთორმეტე კლასელთა სადღესასწაულო განწყობა, პირველად გაიმართა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31