სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-24 - სენაკის VI მუსიკალური ფესტივალის საზეიმო დახურვა

24 მაისი, 19 საათი - ქალაქის ცენტრალური პარკი
სენაკის VI მუსიკალური ფესტივალის საზეიმო დახურვა
დაჯილდოებისა და დახურვის ცერემონიალს ცნობილი მსახიობი თათული ედიშერაშვილი გაუძღვება.
ერთად აღვნიშნოთ კლასიკური მუსიკის დღესასწაული ჩვენს ქალაქში!
 

2019-05-24 - შეხვედრა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საპილოტე პროექტის ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის ,,ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში’’ მიმდინარეობის ფარგლებში, პროექტის დირექტორი უკა კილაძე და მენეჯერი ბექა იოსელიანი, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას, მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს, პროგრამაში ჩართულ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და შედეგებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, გადამზადდნენ მუნიციპალიტეტის ოჯახისა და სოფლის ექიმები და მისი განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური მხარდაჭერითა და ჩართულობით მიმდინარეობს. საპილოტე პროექტმა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარების დანერგვას ისახავს მიზნად, და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფიცირებულ პირთა გამოვლენასა და მკურნალობას ახორციელებს, უკვე მაღალი შედეგები დადო. პროექტის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ეფექტური გუნდური მუშაობისთვის. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც დაინფიცირების შედარებით მაღალი მაჩვენებელია, საპილოტე პროგრამის განხორციელებამ უკვე შექმნა პრეცედენტი ამ ურთულესი პრობლემის დასაძლევად.

Facebook

2019-05-24 - მზადება 26 მაისისთვის

საქართველოს დამუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ ბანერები და კონცერტებისთვის - სცენა უკვე დამონტაჟდა. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოადგილეებთნ ერთად 26 მაისს დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დილის 9 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები - კოსტუმირებული მსვლელობა, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები გაიმართება. სენაკის მუნიციპალიტეტი ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან თარიღს წელსაც ღირსეულად აღნიშნავს. 

#26მაისისენაკში
#გააზიარეცოდნა
#ცოდნათავისუფლებაა
#ცოდნამიგვიყვანსთავისუფლებამდე

Facebook

2019-05-24 - სენაკის მუსიკალური ფესტივალის საზეიმო დახურვა

დღეს, სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა. ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართულ საღამოზე მონაწილეობა ხელოვნების აკადემიის დასავლეთ საქართველოს VI რეგიონალური მუსიკალური ფესტივალის წარმატებულმა ახალგაზრდა მუსიკოსებმა მიიღეს. ფესტივალის ლაურეატთა და დიპლომანტთა დაჯილდოებისა და ,,სენაკის არტ-ფესტის“ დახურვის ცერემონიალს, რომელსაც ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის კოორდინატორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი რუსუდან მილიუტინი უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,სენაკის არტ-ფესტივალის“ დამაარსებელმა, ხელოვნების აკადემიის რექტორმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ ვალერიან შიუკაშვილმა ხელოვნების აკადემიის მადლობის სიგელები გადასცა მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს გივი მისაბიშვილს, ხელოვნების ცენტრის დირექტორს ვეფხვია ვეფხვაძეს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორს ლევან უჩანეიშვილს, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორს ბადრი მამულიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ფესტივალის ორგანიზებაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა. ფესტივალის ფარგლებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 3000 -ზე მეტ მოსწავლეს მოუსმინა, რომელთაგან ლაურეატის წოდება სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გიტარისტთა კვარტეტს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მევიოლინეთა ანსამბლს, რევაზ ლაღიძის სახელობის ბათუმის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მოსწავლეს, მევიოლინე ნინო ჭანიას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის მოსწავლეს, ნორჩ მომღერალ ინა სადუნიშვილს, ქუთაისის მესამე სამუსიკო სკოლის მოსწავლეს, კლარნეტისტ ნიკოლოზ გონგაძეს მიენიჭათ. სხვა მონაწილენი კი ხელოვნების აკადემიის საპატიო დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ,,არტ-ფესტი 2019“ , რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეექვსედ გაიმართა, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გაერთიანებულმა გუნდმა - სოლისტი ანა ქეცბაია, ფესტივალის ერთგვარ ჰიმნად ქცეული ვაჟა აზარაშვილის ,,მუსიკით’’, დაასრულა.

🎥კადრები სენაკის მუსიკალური ფესტივალიდან... - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Senaki Municipality

🎥კადრები სენაკის მუსიკალური ფესტივალიდან TV პირველის ეთერში

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31