სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-23 - ლექცია-შეხვედრა ცნობილ ხელოვანებთან

23 მაისს, ,,სენაკი არტ-ფესტივალი 2019’’-ის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, მუსიკოს ნუცა ჯანელიძესთან და მსახიობ თათული ედიშერაშვილთან ლექცია-შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც სასიმღერო და სასცენო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიუანსებს მოიცავდა, ფესტივალის მონაწილე პედაგოგები, ნორჩი მუსიკოსები, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ↘გულახდილი დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე, ფესტივალის საპატიო სტუმრები მსმენელებს საკუთარ შემოქმედებასა და ქართული სიმღერის სწავლების საქმეში მდიდარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე ესაუბრნენ. მოუსმინეს ახალგაზრდა მომღერლების შესრულებას და რეკომენდაციები გასცეს. ↪დასასრულს, ,,სენაკი არტ-ფესტივალის’’ დამაარსებელმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, სტუმრებს პროფესიული სრულყოფის კუთხით ჩატარებული მასტერკლასისთვის მადლობა გადაუხადა. 24 მაისს, 19 საათზე, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ცენტრალურ პარკში, სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურება. საღამოს ცნობილი მსახიობი თათული ედიშერაშვილი გაუძღვება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31