სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-22 - პატრიარქის მოსაყდრემ სენაკში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის წმინდა ნაწილთა მირონლუკიიდან ბარში გადაბრძანების და 13 ასურელ მამათაგან გამორჩეული წმინდანის, ღირსი შიო მღვიმელის მიცვალების დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ. წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნიკოლოზობისა და შიოობის დღესასწაულები მიულოცა.

Facebook

2019-05-22 - ქალაქური სიმღერების საღამო

სენაკის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს, სენაკმა ქალაქური სიმღერების საღამოს უმასპინძლა. მაყურებლის წინაშე ყველა თაობისთვის ერთნაირად პოპულარული ანსამბლი ,,ფორტე“ წარდგა. ანსამბლს, რომლის უცვლელი წევრები არიან მანანა მაისურაძე, ირინა კახნიაშვილი, ნინო ახობაძე, ზურა მანჯავიძე, კონცერტმეისტერი ნუცა ჯანელიძე, თითქმის სამი ათეული წელია ქალაქური შედევრების უბადლო შემსრულებელთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს. შეხვედრა-კონცერტი, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ქალაქის საპატიო სტუმრებმა სასცენო მოღვაწეობის სახალისო და საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს. დასასრულს, ფესტივალის სამახსოვრო ბანერზე, ანსამბლ ,,ფორტეს“ წევრებმა, ტრადიციულად, ავტოგრაფები დატოვეს. 23 მაისს, სენაკის არტ-ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მუსიკოს ნუცა ჯანელიძესთან და მსახიობ თათული ედიშერაშვილთან.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31