სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-21 - ზღაპრული ბავშვობიდან წინ - მწვერვალებისკენ...

ჩვენი ქალაქის ქუჩებსა და საჯარო სკოლებში უჩვეულო ჟრიამული და ამაღლებული განწყობა სუფევს. სენაკის მუნიციპალიტეტის 407-მა მეთორმეტე კლასელმა ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ლაღი, იმედებით აღსავსე პერიოდი - სკოლა დაამთავრა. კინო-თეატრ ,,რუსთაველის“ საკონცერტო დარბაზში ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები საზოგადოების წინაშე საზეიმო კონცერტით წარდგნენ. თაობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. სცენაზე გაცოცხლდა ბედნიერი და ბობოქარი სასკოლო ცხოვრების ულამაზესი წლები... სანახაობრივად მრავალფეროვან შოუს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook

2019-05-21 - ხელოვნების აკადემიის მეექვსე ფესტივალი სენაკში

22 მაისს, 18 საათზე, ქალაქის ცენტრალურ პარკში (სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) ყველათაობისთვის ერთნაირად ახლობელი და პოპულარული ანსამბლ ,,ფორტეს'' კონცერტი გაიმართება.

#სენაკიარტფესტი2019
#SenakiArtFest2019

Facebook

2019-05-21 - „მოდი ღამე მუზეუმში - 2019''

აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, სენაკის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით - გამოფენებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და კულტურული აქტივობებით - შეუერთდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ნოქალაქევის არქოლოგიური მუზეუმის პარტნიორობით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, აქციის ფარგლებში, გაიმართა კონცერტი სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“, ,,კოლხური ტრიოს“, ვაჟთა ანსამბლის, ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი’’ მსახიობების, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. საგანგებოდ დანთებული კოცონი და სანახაობრივად ულამაზესი გარემო განსაკუთრებულ განწყობილებას ქმნიდა. საღამო, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფოიერვერკით დასრულდა. აქციამ „ღამე მუზეუმში“, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობას ისახავს, წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა - აქციას 114 მუზეუმი შეუერთდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31