სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-20 - ხელოვნების აკადემიის მეექვსე ფესტივალი სენაკში

20 მაისს, 18 საათზე, ქალაქის ცენტრალურ პარკში (სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორია), გაიმართება შეხვედრა-კონცერტი გიორგი უშიკიშვილთან ერთად.

#სენაკიარტფესტი2019
#SenakiArtFest2019

Facebook

2019-05-20 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

დღეს გამორჩეული დღეა ქვეყნისთვის, დღე, რომელიც მომავლისკენ იხედება.

ყველა მეთორმეტეკლასელს, რომელთათვისაც მშობლიურ სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა, ვულოცავ სკოლის დამთავრებასა და ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას.

ასევე ვულოცავ მათ პედაგოგებს, რომლებმაც დიდი შრომა და სიყვარული ჩადეს კურსდამთავრებულთა აღზრდაში და დაულეველ საგზლად გააყოლეს ცოდნისა და სიკეთის მყარი საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლების სრული კურსი 407-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.

ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მერმისის შემოქმედნი, ბედნიერ, ცოდნის მწვერვალებისკენ მავალ წარმატებულ ცხოვრებას გისურვებთ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 

Facebook

2019-05-20 - მოდი ღამე მუზეუმში

21 მაისს, 21 საათზე ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში სანახაობრივად დატვირთული და მრავალფეროვანი აქტივობებით გამორჩეული საღამო გელოდებათ.

#მოდიღამემუზეუმში

Facebook

2019-05-20 - გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი ,,ლაშარელა’’ სენაკში

დღეს, სენაკი არტ-ფესტივალი 2019’’-ის ფარგლებში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, სენაკს საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, ანსამბლ ,,ლაშარის’’ ხელმძღვანელი, ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ლაშარელასთან’’ ერთად ეწვია. შეხვედრა-კონცერტი ღია ცის ქვეშ, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ცენტრალურ პარკში გაიმართა. ანსამბლ ,,ლაშარელას’’ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს შორის შუალედში, გიორგი უშიკიშვილმა სამუსიკო სკოლის აღსაზრდელთა შეკითხვებს უპასუხა. მომღერალმა ისაუბრა ქართული ფოლკლორის სიღრმისეული შესწავლის მნიშვნელობაზე, ასევე, გაიხსენა საინტერესო და სახალისო ბიოგრაფიულ მომენტები საკუთარი შემოქმედებიდან. სენაკელ მსმენელთან უშუალო და მრავლისდამტევი დიალოგის შემდეგ, მომღერალი სცენაზე ავიდა და უნიკალური ხალხური სიმღერები შეასრულა. საღამოს დასასრულს, ტკბილხმოვანი აფხაზური და მეგრული სიმღერები მაყურებელმა ,,კოლხური ტრიოს’’ შესრულებითაც მოისმინა. ,,სენაკი არტ-ფესტივალის’’ დამაარსებელმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის საპატიო სტუმარს დაუვიწყარი საღამოსთვის, რის შემდეგაც, ფესტივალის სამახსოვრო ბანერზე, ფოლკლორული სიმღერების ცნობილმა შემსრულებელმა და ლოტბარმა, ავტოგრაფი დატოვა. 22 მაისს, სენაკის მუსიკალური ფესტივალი ანსამბლ ,,ფორტეს’’ უმასპინძლებს. კონცერტი, 18 საათზე, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31